რეზონანსი
(01.10.2025)

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, წალენჯიხის ოპოზიციური მერიის თანამშრომელი, ემზარ ქარდავა, სოფელ ლიაში ავტომანქანით 26 წლის გოგოს დაეჯახა, ადგილზე მიატოვა და მიმალვა სცადა. მოგვიანებით ქარდავა პოლიციამ დააკავა, ის არაფხიზელ მდგომარეობაშია. როგორც წყარო სოფელ ლიადან იტყობინება:

„ემზარ ქარდავა ლიაში მოძრაობდა საკუთარი მიკროავტობუსით, სწრაფად მოძრაობდა დაეჯახა ახალგაზრდა გოგონას, ზედაც არ შეხედა საკუთარი მანქანა სახლში გადამალა და მიმალვა სცადა. როგორც შემდეგ გავარკვიეთ გოგონა ოკუპირებული საბერიოდანაა, სასწრაფომ წაიყვანა, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, გადარჩენის შანსები ძალიან ცოტა აქვსო თქვეს ადგილზე“ - განაცხადა თვითმხილველმა "პრაიმტაიმთან" სატელეფონიო საუბარისას.

ემზარ ქარდავა წალენჯიხის სოფელ ლიაში მერის რწმუნებულის ადმინისტრაციაში სპეციალისტად მუშაობს.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე