რეზონანსი
(30.09.2025)

 თბილისს კიდევ ერთი სასტუმრო - "პარაგრაფ გოლფი" და "სპა თაბორი" შეემატა.

სასტუმრო კომპლექსი პარაგრაფების ქსელის მესამე, მაღალი დონის სასტუმროა საქართველოში, რომელიც 177 ნომერს აერთიანებს და უნიკალურია მასთან დაკავშირებული საბაგირო გზითაც, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს სასტუმრო თაბორიდან 8 წუთში მოხვდეს თავისუფლების მოედანზე. სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია 3 სხვადასხვა ტიპის რესტორანი, ბარი, სპა და გამაჯანსაღებელ-სარელაქსაციო სივრცეები.

"საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის" ახალი სასტუმრო კომპლექსის ასაშენებლად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, ის ცოტა ხნის წინ პრემიერ მინისტრმა თბილისის მერთან ერთად გახსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე