
აშშ არ არის წინააღმდეგი, რომ უკრაინამ რუსეთის სიღრმეში დარტყმები ამერიკული რაკეტებით განახორციელოს, - განაცხადა Fox News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გასცა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტმა ასეთ დარტყმებზე ნებართვა, კელოგმა განაცხადა: „ვფიქრობ, რომ ტრამპის და ასევე ვიცე-პრეზიდენტ ვენსისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს განცხადებების გათვალისწინებით, პასუხია - კი. გამოიყენეთ სიღრმეში დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა. ხელშეუხებელი არაფერია“.
კელოგმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების გადაცემა ითხოვა, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამ რაკეტებს 5500-კილომეტრიანი მანძილის დაფარვა შეუძლია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



