რეზონანსი
(28.09.2025)

„თბილისის მარათონი 2025“ წარმატებით დასრულდა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

მარათონელებმა სტარტი რესპუბლიკის მოედნიდან აიღეს და ერთმანეთს ოთხ სხვადასხვა დისციპლინაში შეეჯიბრნენ. გამარჯვებულებს სამახსოვრო ჯილდოები გადაეცათ, ხოლო მონაწილეებს, ვინც ნახევარმარათონი ან 10 კმ-იანი რბენა დაასრულეს, სპეციალური მედლებით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას, რომელსაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია და საბერძნეთის საელჩო უჭერს მხარს, მიზნად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს, ასევე ქველმოქმედებასა და სპორტული ტურიზმის განვითარებას. სარეგისტრაციო მოსაკრებლებიდან შემოსული თანხა სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე