რეზონანსი
(27.09.2025)

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ხანძრის დროს სახლში შუახნის მამაკაცი იმყოფებოდა, თუმცა მისი გამოყვანა მოხერხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის ჯგუფები. სახლი სრულად დაიწვა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად, სავარაუდოდ, ძველი ელექტრო გაყვანილობა სახელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე