რეზონანსი
(26.09.2025)

პატივისცემა და სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს სახელით პრეზიდენტმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან მთავარ წინაპირობებად დააყენა. მშვიდობის მნიშვნელობა და მზადყოფნა, რომ ეროვნული ინტერესების დაცვით ყველა მხარესთან საუბრისათვის - ეს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლიდან, რომელიც გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე შედგა.

პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტი სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვის საჭიროებაზე საუბრისთვისაც გამოიყენა და თქვა, რომ ეს საზეიმო ვახშამზე დონალდ ტრამპთან კომუნიკაციისას აღნიშნა.

პრეზიდენტის მაღალი დონის შეხვედრების გარდა, ვიზიტი დელეგაციის წარმომადგენლებმაც მაქსიმალურად გამოიყენეს პარტნიროებთან დისკუსიისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე