რეზონანსი
(26.09.2025)

ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი შვილი, 2009 წელს დაბადებული საბა კოდუა იარაღის უკანონოდ ტარებისთვის დააკავეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, "კურიერი" შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ "შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს 2009 წელს დაბადებული ს.კ.-ს ავტომობილი, რომლის კარშიც შენიშნეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც სავარაუდოდ არის "ხმოვანი აკუსტიკური იარაღი".

მომხდართან დაკავშირებით საქმის წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით,"- აცხადებენ შსს-ში.

თავად  ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ასე გამოეხმაურა"

"რუსთავი 2 ან ჩაასწორეთ, ან არასრულწლოვანზე არასწორი ინფორმაციის გავრცეელებისთვის გიჩივლებთ”, – დაწერა ჟორჟოლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე