რეზონანსი
(26.09.2025)

აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რაზეც არაერთი საჯარო განცხადება გავაკეთეთ, პირადად მე მაქვს არაერთხელ საჯარო განცხადება გაკეთებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს სურვილია, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან.
„ეს არის ძალიან ღია გზავნილი, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, იმედი გვაქვს, რომ ეს შემხვედრი ნაბიჯებიც გადაიდგმება,"- აღნიშნა პრემიერმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



