რეზონანსი
(26.09.2025)

ნიუ იორკში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი მას დაჰპირდა, რომ ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების საკითხს დაუბრუნდება.

„საზოგადოებას ალბათ ვახშამი აინტერესებს, რომელიც გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი შეხვედრა. მას განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს. დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს. გვქონდა სხვა არაერთი სხვა შეხვედრაც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე