რეზონანსი
(26.09.2025)

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა.   ამასთან, EBRD-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5%-ით გაიზრდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ არა ერთ ქვეყანას, რასაც ადასტურებს რეგიონში არსებული მაჩვენებლები.

EBRD-ის პროგნოზის მიხედვით, სომხეთში  პროგნოზი უცვლელად შენარჩუნდა; თურქეთში პროგნოზი 0.3%-ით გაუმჯობესდა; ხოლო, აზერბაიჯანის პროგნოზი შემცირდა - 1.0%-ით.

რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას, პროგნოზი ასევე, შემცირებულია. მოლდოვა - პროგნოზი შემცირდა - 0.3%-ით; უკრაინა - პროგნოზი შემცირდა - 0.8%-ით

მოლდოვას შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1,5%-ს შეადგენს, უკრაინის მაჩვენებელი კი 2,5%-იან ნიშნულზეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე