რეზონანსი
(23.09.2025)

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გახსნის ცერემონიაზე მიმასპინძლა, - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი Facebook-ზე.
მიხეილ ყაველაშვილმა ღონისძიების ფარგლებში კოლეგებთან მოკლე აუდიენცია გამართა.
„გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატები დღეს გაიხსნა. გენერალური დებატების ფარგლებში, გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიოს ლიდერებს 25 სექტემბერს სიტყვით მივმართავ", - წერს ყაველაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



