რეზონანსი
(23.09.2025)

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. მგზავრი კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავარიის გამო ავტომაგისტრალზე უშველებელი საცობი შექმნა, რომელიც 4-5 კილომეტრზე იყო გაჭიმული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



