
ქალაქ ახალციხეში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური. კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას აცნობს მთავარ პრიორიტეტებს, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილი აქვს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ვარლამ წიკლაურის განცხადებით, თითოეულ შეხვედრაზე თანაქალაქელების დიდ მხარდაჭერას და თანადგომას ხედავს. მისივე თქმით, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი და პროგრამა სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელდება.
„მოსახლეობას აქტიურად ვხვდები. ვსაუბრობთ მათ საჭიროებებზე, ვმსჯელობთ გამოწვევების გადაჭრის გზებზე. მოსახლეობა კმაყოფილია იმ პროექტებით, რომელიც ბოლო 13 წლის განმავლობაში განხორციელდა. ვპირდები, რომ უფრო მეტს გავაკეთებ ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ვარლამ წიკლაურმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



