რეზონანსი
(22.09.2025)

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს.
„საშიში ამინდის პირობები უკან მოვიტოვეთ და საქართველოში მზიანი დღეები იწყება. მომდევნო 3 დღის განმავლობაში მშრალი და თბილი ამინდია მოსალოდნელი ყველგან და დღისით საგრძნობლად დათბება, განსაკუთრებით სანაპირო კურორტებზე +26 გრადუსამდე, დასავლეთის დაბლობზე +24, ხოლო აღმოსავლეთის ბარში +21 გრადუსი დაფიქსირდება.
ზღვაც დამშვიდდება და მდინარეები თავის კალაპოტს დაუბრუნდება. არ არსებობს დაუსრულებელი უამინდობა, გისურვებთ ხშირ ღიმილს“, - წერს ფარტენაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



