რეზონანსი
(20.09.2025)

ხანძარს თბილისში მხვერპლი მოჰყვა - ცეცხლი სვანეთის უბანში, გივი ცინცაძის ქუჩაზე, საცხვორებელ სახლში ცოტა ხნის წინ გაჩნდა.
სახლში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპული 80 წლამდე მამაკაცია. ცხედარი ამ წუთებში პროზექტურაში გადააქვთ.
ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ცინცაძის ქუჩაზე ამ წუთებში რჩებიან საპატრულო და სახანძრო ეკიპაჟები. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



