რეზონანსი
(19.09.2025)

რუსული საბრძოლო თვითმფრინავების გამო ესტონეთი ნატოს მე-4 მუხლის ამოქმედებას მოითხოვს. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კრისტენ მიხალი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს დილით სამი რუსული „მიგ-31“ საბრძოლო თვითმფრინავი შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში.
ნატოს საბრძოლო თვითმფრინავებმა უპასუხეს და რუსული თვითმფრინავები იძულებული იყვნენ
გაქცეულიყვნენ.
მსგავსი დარღვევები სრულიად მიუღებელია. ესტონეთის მთავრობამ ნატოს მე-4 მუხლის კონსულტაციების მოთხოვნა გადაწყვიტა“, - წერს მიხალი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



