რეზონანსი
(19.09.2025)

გახარიას პარტია სიტუაციიდან შექმნილი ორგანიზაციაა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
იგი გიორგი გახარიას პარტიის განცხადებას გამოეხმაურა, რომ დიმიტრი ცქიტიშვილი და თეონა აქუბარდია მოკლევადიანი პროექტი იყო.
მისივე თქმით, გახარიას პარტიას რაიმე დიდი პოლიტიკური იდეოლოგია ან მსოფლმხედველობა არ გააჩნია.
„იქ მოხვედრილი ადამიანებიც სწორედ ამ სიტუაციური მდგომარეობით არიან შეკრებილები და ეს „ხანმოკლე პროექტი“ მთლიანად ეხება პარტიას და არა მხოლოდ იმ კონკრეტულ პირებს“, - დასძინა ქადაგიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



