რეზონანსი
(19.09.2025)

მარნეულში, ქურუსთუ- ქაფანაქჩის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა დღეს დღის მეორე ნახევარში მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ირანული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანას შეეჯახა. შედეგად, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

ამჟამად, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: MarneuliNews.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე