რეზონანსი
(18.09.2025)

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში ფონდი „ქართუს" მიერ ფოთის ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაციას ეხმაურება.

„ფონდი „ქართუ"-ს მორიგი ქართული საქმე. ფოთის ახალგაზრდული ცენტრი განთავსებულია შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ისტორიული შენობა ფონდმა „ქართუმ" კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით აღადგინა და მას ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდა. პროექტის ღირებულებამ 2 559 000 ლარი შეადგინა", - წერს დეპუტატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე