რეზონანსი
(18.09.2025)

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის შეხვედრა დღეს „ჩეკერსში“, გაერთიანებული სამეფოს პრემიერის საზაფხულო რეზიდენციაში შედგება.

მედიის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები მოგვიანებით ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე, შესაძლოა, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხი დომინირებდეს. ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ კირ სტარმერმა ოფიციალური განცხადების გაკეთება ტრამპთან შეხვედრამდე სწორედ ამიტომ გადადო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე