რეზონანსი
(17.09.2025)

მსოფლიო შეპყრობილია პოლიტიკით და ეს გადადის საქართველოსა და ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ბოლოდროინდელ დაკავებებზე საუბრისას.

„არ შეიძლება ნებისმიერი თემა, ეკონომიკა იქნება თუ კრიმინალი, არ დაუკავშირდეს სხვადასხვა ასპექტით პოლიტიკას. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ კრიმინალურ შესაძლო დანაშაულებთან, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური შინაარსის პროცესებს. რასაკვირველია ეს არ არის ჩვეულებრივ მაღაზიაში ქურდობა, ან რაიმე ფიზიკური დაპირისპირების შედეგი.

როგორც ხედავთ საქართველოში საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაიცვან და სტაბილურობა შევინარჩუნოთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გადასარჩენად“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე