რეზონანსი
(17.09.2025)

რუსთავში დაკარგული მოზარდი, რევაზ დათაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა მდინარე მტკვარში ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან 3 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.

ცხედარი უკვე პროზექტურაშია გადასვენებული.

მოზარდის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარში 15 სექტემბერს დაიწყო. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე