რეზონანსი
(17.09.2025)

18 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან ,საქართველოში აქტიურ ტალღურ ციკლონთან არსებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება, რომელიც სექტემბრის კონვექციური უამინდობის კიდევ ერთ სერიას გვპირდება.

„წინასწარი შეფასებით, 18-ში დღის მეორე ნახევრიდან – 21 სექტემბრის შუადღემდე, მთელ ქვეყანაში შეიქმნება რთული მეტეო პირობები, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ასევე ელჭექი და შესაძლებელია სეტყვა, დროდადრო გაძლიერდება დასავლეთის ქარი, ზღვაზე ტალღის სიმაღლე 4-5 ბალს მიაღწევს.

ყველგან აგრილდება და დღის მაქსიმალური ტემპერატურა +18, +20 გრადუსი იქნება.

გზებზე მოსალოდნელია ხილვადობის შეზღუდვა, ასევე არსებობს დატბორვის ალბათობა, მთაში შესაძლებელია მცირე ღვარცოფების განვითარება, სეტყვის დროს სოფლის მეურნეობის კულტურების დაზიანება.

გისურვებთ მშვიდობიან დღეებს" - წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე