რეზონანსი
(17.09.2025)

თუ პოლონეთზე უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმა მოხდება, ისინი ხალხის გადარჩენას ვერ შეძლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელებმა რუსეთის 810 უპილოტო საფრენი აპარატიდან 700 ჩამოაგდეს, პოლონელებმა კი, 19-დან მხოლოდ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს.

„რუსები 810 უპილოტო საფრენი აპარატით დაგვესხნენ თავს, ჩვენ 700 ჩამოვაგდეთ. პოლონეთმა 19-დან მხოლოდ 4 აპარატი ჩამოაგდო.  ისინი ომში არ არიან, ამიტომ ასეთი რაღაცებისთვისაც მზად არ არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე