რეზონანსი
(16.09.2025)

ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გამართა შეხვედრები საკურორტო სოფელ ტბაზე და სადგერში. 

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მამუკა ლურსმანაშვილი წარუდგინა. 

შეხვედრისას, ადგილობრივებთან ისაუბრა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. სოფელ ტბაზე დასრულების ეტაპზეა სკვერისა და კორტების რეაბილიტაცია, მოეწყო შიდა გზები, გარე განათების სისტემა, განხორციელდა სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია და სხვა.

კანდიდატი  ბოლო კვირების  განმავლობაში, ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ხვდება. მას ახარებს მათი დამოკიდებულება  გუნდის მიმართ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე