რეზონანსი
(16.09.2025)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დაბა გომისმთაზე. დაშავებულია 12 ადამიანი, რომელიც ამ წუთებში მკურნალობას გადიან ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში.
„მედალფას“ დირექტორის დათო მდინარაძის თქმით, კლინიკაში 12 ადამიანი გუშინ შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. 12-ივე მათგანს გაეწია სამედიცინო დახმარება.
„მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ – გვითხრა დათო მდინარაძემ.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები ბელარუსიიდან არიან და ისინი ტურისტები არიან.
გურია ნიუსი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



