რეზონანსი
(15.09.2025)

მორიგი დეზინფორმაცია ოპოზიციისგან - „ლელოს" მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე ამჯერად ონაშვილის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში მცხოვრებთა პრობლემით სპეკულირებს.

სინამდვილეში გამგეობის შეთავაზებას მხოლოდ ერთი ოჯახის უარი აჭიანურებს. შეთავაზება კი ქირით კომპენსაციას, ან საცხოვრებლის ჩანაცვლების პროგრამით სარგებლობას გულისხმობს.

„ ეს ინფორმაცია დაამახინჯეს და ისე გამოაჩინეს, რომ თითქოს გამგეობა იქ საერთოდ ნამყოფი არ იყო, რაც აბსოლუტური სიცრუეა", - აცხადებს „ქრონიკასთან" ისნის რაიონში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ხაბეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე