რეზონანსი
(14.09.2025)

„ჰექსოგენის საქმეს“ გადაცემასთან „იმედის კვირა“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გამოეხმაურა.
დავით ქართველიშვილის თქმით, გია ლორთქიფანიძის პირდაპირი ჩართულობა ამ ოპერაციის განხორციელებაში, მისთვის ეჭვებს არ იწვევს.
„ვინაიდან, ამ უკანასკნელ ოპერაციაში თვითონ მოქმედი პირნი, დაკავებულები ასახელებენ იმას, რომ დავალება მიღებული აქვთ კონკრეტულად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, გია ლორთქიფანიძის პირდაპირი ჩართულობა ამ ოპერაციის განხორციელებაში, ჩემთვის, მაგალითად, ეჭვებს არ იწვევს“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



