რეზონანსი
(14.09.2025)

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა სოფელ ვაიოს მონაკვეთზე, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიის გამო, საავტომობილო გზის ორივე მიმართულება გადაკეტილი იყო, რამაც საცობი გამოიწვია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



