რეზონანსი
(13.09.2025)

რუსთაველის გამზირისკენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიმავალი მარში, „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან დროებით შეჩერდა.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "მონებო", "რევოლუცია".
აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, წევრები და მოქალაქეები.
ადგილზე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



