რეზონანსი
(12.09.2025)

გურჯაანში ავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ კაჭრეთში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა მოცურდა და ამობრუნდა.
შედეგად მძიმედ დაშავდა ახალგაზრდა, რომელიც ავტომობილს მართავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



