რეზონანსი
(12.09.2025)

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ზელენსკისთან შეხვედრაზე აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება იქნება“

რაზეც ვიქტორ ორბანი პასუხობს: „მე არ ვეთანხმები“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა X-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება „ომის საფრთხეს პირდაპირ მის შიგნით გამოიწვევს“.

“ბატონო პრეზიდენტო, არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ევროკავშირის წევრობა არ არის უსაფრთხოების გარანტია; ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. თუ ეს ნამდვილად „უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია“ იქნებოდა, მაშინ ფინეთს ნატოში გაწევრიანების არანაირი საჭიროება არ ექნებოდა. ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება ჩვენს კავშირს არ გააძლიერებს - ეს ომის საფრთხეს პირდაპირ მის შიგნით გამოიწვევს. ჩვენ უფრო გონივრულ მიდგომას ვთავაზობთ” - წერს ორბანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე