რეზონანსი
(12.09.2025)

საქართველოს ელჩი აშშ-ში, თამარ ტალიაშვილი, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა. როგორც ტალიაშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, შეხვედრა პოზიტიური იყო და მასზე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ახალი ეტაპის შესახებ ისაუბრეს.
"მოხარული ვარ, რომ შევხვდი აშშ-ის სენატორ სტივ დეინსს, ნამდვილ პატრიოტს. ჩვენ განვიხილეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპის გახსნა, არსებული კავშირების განმტკიცება, ასევე ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობა", - წერს აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



