რეზონანსი
(10.09.2025)

დიდი ალბათობით, ისინი ამ არჩევნების დასრულების შემდეგ სიტუაციის მიხედვით იმოქმედებენ და შემოვლენ პარლამენტში, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა გახარიას პარტიის წევრებზე.

„გახარიას ის [მანდატ შეჩერებული დეპუტატების ადგილმონაცვლე] 12 შემდეგი წევრი უკვე არიან პარლამენტის წევრები, დეპუტატები არიან პარლამენტის. გახარიას გაცხადებული პოლიტიკაა, რომ იმოქმედებს იმისდა მიხედვით, როგორც ჩათვლის საჭიროდ. ამიტომაც არის, რომ ოპოზიციის ნაწილისგან წყევლა-კრულვას იმსახურებს. ამიტომ დიდი ალბათობით, ისინი ამ არჩევნების დასრულების შემდეგ სიტუაციის მიხედვით იმოქმედებენ და შემოვლენ პარლამენტში“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გახარიას პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა. შესაბამისი წერილით მანდატ შეჩერებული დეპუტატების 8 ადგილმონაცვლემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე