რეზონანსი
(09.09.2025)

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, ისრაელმა დამოუკიდებლად დაგეგმა და განახორციელა ოპერაცია „ჰამასის“ ხელმძღვანელი პირების ლიკვიდაციის მიზნით, რომელიც კატარში ჩატარდა.

„დღევანდელი ოპერაცია „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერების წინააღმდეგისრაელის მიერ დამოუკიდებლად იყო დაგეგმილი და განხორციელებული. ისრაელმა დაიწყო [ოპერაცია], ისრაელმა ჩაატარა [ის] და ისრაელი სრულ პასუხისმგებლობას იღებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე