რეზონანსი
(09.09.2025)

The Guardian-ის ცნობით, ევროკავშირის ხუთ უდიდეს სახელმწიფოში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროკომისიამ საკუთარი მოქალაქეები გაყიდა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ვაშინგტონის დაწესებულ ტარიფებს დათანხმდა.

გამოკითხულ რესპონდენტთა 52% ივლისში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ მიღწეულ შეთანხმებას „დამამცირებლად“ აღიქვამს.

შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირმა ამერიკას სამრეწველო საქონელზე დაწესებული ყველა ტარიფი უნდა გაუუქმოს, თუმცა თავად 15-პროცენტიანი ტარიფი დაუწესდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე