რეზონანსი
(08.09.2025)

სამწუხაროა, თუ [„ქართული ოცნების“] გუნდის ყოფილი წევრები თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და როგორც ჩანს, ისინი ამას მაშინაც ახერხებდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ ქრონიკასთან“.

დეპუტატი სოფო ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ძალიან სამწუხაროა, თუ [„ქართული ოცნების“] გუნდის ყოფილი წევრები თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და როგორც ჩანს, ისინი ამას მაშინაც ახერხებდნენ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. ძალიან სამწუხარო და მიუღებელია მოღალატე ადამიანის თანამშრომლობა მითუმეტეს ასეთ რადიკალურ ოპოზიციასთან“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

ის, რასაც მმართველი გუნდი მინიშნებით ლევან ხაბეიშვილზე ამბობდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ აღიარა და დაადასტურა. საუბარია მმართველი გუნდის ყოფილ წევრებზე. ჯაფარიძეს წამოსცდა თუ მიზანმიმართულად თქვა - ახლა მთავარი კითხვა ეს არის.

კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან - რასაც მმართველი გუნდი მინიშნებით ლევან ხაბეიშვილზე ამბობდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ დაადასტურა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე