რეზონანსი
(08.09.2025)

გეკა გელაძეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ის აქამდე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას.

„ასევე მინდა, გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ – ბატონი გეკა გელაძე ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას მას დღეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს. გისურვებთ სამომავლო წარმატებებს. ასევე მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ რონი მესხს მიენიჭება ასევე გენერალ-მაიორის წოდება. წარმატებები მინდა, გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე