რეზონანსი
(07.09.2025)

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, რუსეთი არ აჩვენებს მზადყოფნას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება სურს.
„როგორც ჩანს, რუსეთი უფრო მეტად დაინტერესებულია უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების სისასტიკის გაზრდით, ვიდრე სამხედრო მოქმედებების დასრულების შესახებ მოლაპარაკებებით", - აღნიშნულია იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში მთავრობის შენობაც დაზიანდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



