რეზონანსი
(07.09.2025)

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთის ნაკრებს ანგარიშით 3:0 ამარცხებს.

მესამე გოლი ბულგარელების კარში გიორგი მიაუტაძემ შეხვედრის 65 წუთზე გაიტანა.

მატჩში პირველი ორი გოლის ავტორები არიან - ხვიჩა კვარაცხელია და ნიკა გაგნიძე.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა "დინამო არენაზე" მიმდინარეობს.

ჯამში 6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე