
აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს ვარლამ წიკლაური. ახალციხის მერობის კანდიდატი, სოფლების - გურკელის, წინუბნის, საყუნეთის, აგარისა და ზიკილიის მცხოვრებლებს შეხვდა.
ვარლამ წიკლაურმა ადგილობრივებს, მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა გააცნო. ასევე, ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე ესაუბრა.
„ვისაუბრეთ საჭიროებებზე, გამოწვევებზე, რომელიც მათ აქვთ და ასევე ყურადღება გავამახვილეთ გამოწვევების გადაჭრის გზებზე. განსაკუთრებულად გამიხარდა, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ესწრებოდა შეხვედრას და ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართულობა იქნება თვითმმართველობის საქმიანობაში“, - აღნიშნა წიკლაურმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



