
ვისაც წლების განმავლობაში სტრატეგიულ მიზანსა და სტრატეგიულ პარტნიორებს ვეძახდით, ახლოს რომ მივედით, ეს სიმართლე არ აღმოჩნდა და ამას უნდა შევეგუოთ. რეალობას სჭირდება აღიარება და არა თავის მოტყუება და დამალვა, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროკავშირზე საუბრისას.
როგორც გიორგობიანმა აღნიშნა, ევროპას თვითონ აქვს ძალიან მძიმე პრობლემები.
„ევროპის წამყვან სახელმწიფოებს მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოგრაფიული და სამხედრო პრობლემები აქვთ. რეალურად, ევროკავშირს არ აქვს იმის რესურსი, რომ თავის გაფართოება მოახდინოს აღმოსავლეთით, სადღაც შორს სამხრეთ კავკასიაში და ეს დაპირებები და ნდობის დაკარგვა არაფრად უღირთ“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



