რეზონანსი
(06.09.2025)

პუტინი სამშვიდობო პირობების კარნახს ვერ შეძლებს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.

„პუტინი ამ ომისა და მკვლელობების მიზეზია. ის სამშვიდობო პირობების კარნახს ვერ შეძლებს", - აღნიშნა მარკ კარნიმ.

მისი თქმით, მოკავშირეებმა რუსეთზე „მაქსიმალური ზეწოლა" უნდა გააგრძელონ.

კარნის ცნობით, უკრაინის მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტზე მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე