რეზონანსი
(06.09.2025)

5 სექტემბერს, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე კაცი საცხოვრებელი კორპუსიდან, სავარაუდოდ, გადმოვარდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ვარდნის შედეგად დაშავებული 46 წლის თურქეთის მოქალაქეა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

კაცი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მრავალი ტრავმებით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბათუმელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე