რეზონანსი
(05.09.2025)

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს იყო „ძალიან შინაარსიანი საუბარი", რომლის დროსაც განიხილეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარება.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა ამერიკასთან ერთად საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელობა.

„ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინაციას ჭეშმარიტი დიპლომატიის განსახორციელებლად. პუტინი ისე იქცევა, თითქოს არ სჭირდება მშვიდობა და მოლაპარაკებები, მაგრამ რეალურად გლობალურ ზეწოლას შეუძლია ჩამოაყალიბოს რუსეთის ინტერესი ომის დასრულების მიმართ", - განაცხადა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე