რეზონანსი
(04.09.2025)

 საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე" თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველო-თურქეთის საფეხბურთო მატჩი ანგარიშით 2:3 დასრულდა.

ქართველმა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა მეტოქის კარში გოლი 63-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 1:3 გახდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ კი მეტოქის კარში გოლი 90+8-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 2:3 გახდა.

7 სექტემბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. მომდევნო მატჩიც თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე