რეზონანსი
(04.09.2025)

იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლის ქართველი ქალი ემსხვერპლა. ავტომობილი ქალს ქალაქ ბარის სტადიონ სან ნიკოლასის მახლობლად ბიტრიტო-ბარის გზაზე გადასვლისას დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურს თავად შემთხვევაში მონაწილე მძღოლმა დაურეკა, თუმცა ადგილზე მისულმა მედიკოსებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. ქალი ადგილზე დაიღუპა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ემიგრანტის ვინაობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა. დაღუპულია თიკო ოთარაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



