რეზონანსი
(03.09.2025)

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, იმედი აქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება „შეთქმულების“ შესახებ გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი.

მისი თქმით, შეთქმულების მოწყობის არც სურვილი და არც დრო არ არსებობს.

„შეთქმულებებს არავინ აწყობს, არავის აქვს ამის არც სურვილი და არც დრო“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე