რეზონანსი
(02.09.2025)

სასამართლომ ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი "ტიკ-ტოკის" ლაივში სცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბებიამ შვილიშვილზე ფიზიკურად იძალადა, რასაც პირდაპირი ეთერით გადასცემდა სოციალურ ქსელ "ტიკ-ტოკში".
ცნობისთვის, სოციალური ქსელით გავრცელებულ კადრების მიხედვით, ქალი შვილიშვილს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მცირეწლოვანმა საკვებით სავსე თეფშს ხელი კრა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



