რეზონანსი
(02.09.2025)

 გზამკვლევიც კი შეგვიძლია შევადგინოთ, სადაც დროსა და სივრცეში იქნება გაწერილი აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა და ამერიკულმა მხარემ უნდა გადადგას იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ქვეყნის ინტერესი იქნას გათვალისწინებული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

„ვისურვებდით, რომ უფრო სწრაფად მიიღონ აშშ-შიკონკრეტული გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში. როგორც იტყვიან, ჩვენ ყველაფერი მაგიდაზე გვაქვს დალაგებული. შეთავაზებული გვაქვს პირდაპირ, რომ გზამკვლევიც კი შეგვიძლია შევადგინოთ, სადაც დროსა და სივრცეში იქნება გაწერილი აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა და ამერიკულმა მხარემ უნდა გადადგას იქიდან გამომდინარე, რომ ორივე ქვეყნის ინტერესი იქნას გათვალისწინებული", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე